Tuesday, June 26, 2018

დღე პირველი

       ტრენინგის პირველი დღე ძალიან დატვირთული იყო, გავეცანით პროექტით სწავლების  საჭიროებებს, რატომ უნდა ვასწავლოთ პროექტების საშუალებით, რომ აღვზარდოთ 21-ე საუკუნის მოქალაქეები, რომელთაც ექნებათ 21-ე საუკუნის  საჭირო უნარ-ჩვევები. ასევე გავეცანით ინტერნეტ რესურსს viever-ის სახელმძღვანელოს, გავეცანით პროექტების ნიმუშებს, ვნახეთ ფილმი , რა უნარებს გამოუმუშავებს მოსწავლეს პროექტით სწავლება. 
     ჩვენს ტრენერს -ხათუნა ლორთქიფანიძეს ვიცნობდი და რა თქმა  უნდა ჩემი მოლოდინიც გაამარტლა , ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე, სულ მინდოდა ბლოგის შექმნა, ესეც გვასწავლა და გაგვაკეთებინა. მე კმაყოფილი ვარ.                                               

No comments:

Post a Comment