Wednesday, June 27, 2018

დღე მეორე

    დღეს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე,  თუ ჩემს ახლანდელ მდგომარეობას შევაფასებ ვიმყოფები ინფორმაციის ლაბირინთში , მაგრამ დაბნეული არ ვარ.
   დღეს ბუკლეტების შექმნა ვისწავლეთ, ასევე შევავსეთ პროექტების გეგმის შაბლონი,
ვისწავლეთ პუბლიკაციების შექმნა. საშინაო დავალება მოგვცა ბუკლეტის ელექტრონული ვერსიის მომზადება.

Tuesday, June 26, 2018

დღე პირველი

       ტრენინგის პირველი დღე ძალიან დატვირთული იყო, გავეცანით პროექტით სწავლების  საჭიროებებს, რატომ უნდა ვასწავლოთ პროექტების საშუალებით, რომ აღვზარდოთ 21-ე საუკუნის მოქალაქეები, რომელთაც ექნებათ 21-ე საუკუნის  საჭირო უნარ-ჩვევები. ასევე გავეცანით ინტერნეტ რესურსს viever-ის სახელმძღვანელოს, გავეცანით პროექტების ნიმუშებს, ვნახეთ ფილმი , რა უნარებს გამოუმუშავებს მოსწავლეს პროექტით სწავლება. 
     ჩვენს ტრენერს -ხათუნა ლორთქიფანიძეს ვიცნობდი და რა თქმა  უნდა ჩემი მოლოდინიც გაამარტლა , ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე, სულ მინდოდა ბლოგის შექმნა, ესეც გვასწავლა და გაგვაკეთებინა. მე კმაყოფილი ვარ.