Wednesday, July 18, 2018

დღე- მეცხრე

მეცხრე დღეს განვიხილეთ მოდული 8.  მოვახდინეთ პორტფოლიოს ჩვენება და ურთიერთშეფასება ბლოგზე. ჩვენი საქარალდე ავტვირთეთ ბლოგზე და დრაივზე, დავეუფლეთ პროექტებით სწავლების მეთოდებს, აქტივობების დაგეგმვა, სტანდარტებზე როგორ გავიდეთ, განსაკუთრებით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.ძალიან შრომატევადი საქმეა, მაგრამ საინტერესო და პროდუქტიული. 

Monday, July 16, 2018

დღე მერვე

დღეს დასასრულისკენ წავიდა ჩვენი პროექტზე მუშაობა , განვიხილეთ კითხვების დასმის  ტექნიკა, სასწავლო გეგმის მოდიფიცირება,მოსწავლის მიერ კომპიუტერის გამოყენების მართვა, შეფასების საქაღალდეში განვათავსეთ და განვიხილეთ სასწავლო პროგრამიგეგმის ჩეკლისტი  , ვიმუშავეთ პრაქტიკულად ჯგუფებად  ინსტრუქციის გაწერაზე. ფასილიტაციაზე..

Friday, July 13, 2018

დღე მეშვიდე

დღეს დავათვალიერეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, ბლოგზე ავტვირთეთ , ჯგუფის წევრებმა დავათვალიერეთ ერთმანეთის ნაშრომები და დავაკომენტარეთ. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება შევქმენით სსსმ მოსწავლის დამხმარე მზა რესურსი, ასევე განვიხილეთ თვითრეგულირებადი სწავლების არსი, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკა: შინაარსი, პროცესი, პროდუქტები, საწავლო გარემო.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Wednesday, July 11, 2018

დღე მეექვსე

მეექვსე დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, მეხუთე მოდულზე, დავფიქრდით ტრენერთან ერთად, განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების სქემა, დავათვალიერეთ რესურსებში ნიმუშები და მოვახდინეთ ამ შეფასებების მორგება ჩვენს პროექტებს , გავუზიარეთ ერთმანეტს და მივიღეთ უკუკავშირი.

Monday, July 9, 2018

მეოთხე-მეხუთე დღე

განვიხილეთ მეორე მოდული : მოვახდინეთ საკვანძო კითხვების გააზრება,ჩვენი პროექტისათვის, ვიმუშავეთ შეფასების ცხრილზე, ასევე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, ჩემი აზრით იმდენი დამხმარე რესურსია ამ მხრივ ,რომ არ არის რთული. დავგეგმეტ პრეზენტაცია. პრობლემა: გაითიშა შუქი და ვერ მოვასწარით რეფლექსიის ატვირთვა. მეხუთე დღეს უკვე ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციაზე, ასევე მოსწავლის ნაშრომის შაბლონებზე, ჩავაშენეთ ბლოგში, ვისაუბრეთ და ტესტიც შევავსეთ საავტორო უფლებების შესახებ. საშინაო დავალებად გვაქვს ჩვენი ჯგუფის წევრის ნამუსევრის ნახვა ბლოგზე და უკუკავშური.

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, July 3, 2018

დღე მესამე

    ტრენინგის მესამე დღე საინტერესო იყო და ადვილად გავიგე მოწოდებული ინფორმაცია , თანდათან უკეთესად ვმუშაობ პროექტზე და მომწონს იდეების გენერირება , კლასიფიკაცია. ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ჩამოყალიბება, სახალისო იყო შესაბამისი სავარჯიშოს შესრულება წყვილებში.  განვიხილეთ მოდული 2-ის მეორე და მესამე აქტივობა , ვიმუშავეთ პროექტის გეგმის მიზნების და შედეგების ჩამოყალიბებაზე. ტრენინგზე ტრენერი და წევრები უფრო დავმეგობრდით, გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები , დავეხმარეთ ერთმანეთს.